ჩვენს შესახებ
 

აიდ გრუპი


სს „აიდ გრუპი“ დაფუძნდა 2016 წელს. კომპანია მუშაობს მცირე და მსხვილი ბიზნესის, საწარმოების სამეურნეო საქონლით, საწმენდ-საპოხი საშუალებებით და საკანცელარიო ნივთებით მომარაგებაზე. "აიდ გრუპი" ყოველდღიურად ინტენსიურად იზრდება და ვითარდება, სწორედ ამიტომ, დღეს, ბაზარზე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ლიდერი და სანდო სადისტრიბუციო კომპანია! ამასთან, შეიძინა უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი! ჩვენი ამოცანაა შევქმნათ მომარაგების მარტივი, დახვეწილი და უწყვეტი ჯაჭვი მთელი საქართველოს მასშტაბით!

 

კომპანიის პრიორიტეტებია:

 

1. ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია/ მომსახურება, დაბალი ფასები

 

კომპანია „აიდ გრუპი“ მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას, პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის, საკუთარი წარმოების პროდუქტებს (ბრენდი „სუფთა“)

 

2. ბაზრის მიზნობრივი სეგმენტი და კმაყოფილი მომხმარებელი

 

ჩვენი მიზანია, ინტენსიურად ვადევნოთ თვალი ბაზრის მუდმივად ცვალებად სტანდარტებს, ტენდეციებს და ოპერატიულად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ვაცნობიერებთ, რომ საუკეთესო რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია! სწორედ ამიტომ, ვცდილობთ, მუდმივად მოვუსმნინოთ მათ, გავაცნობიეროთ მათი სურვილები და შევქმნათ ისეთი პროდუქცია, რომელიც ზუსტად უპასუხებს ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნებსა და საჭიროებებს!

 

3. მომწოდებლებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა

 

კომპანიის მიზანია, გრძელვადიანი პერსპექტივით მოიპოვოს და შეინარჩუნოს მეგობრული, საიმედო და კეთილგანწობილი ურთიერთობა, როგორც მომწოდებლებთან და კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე, პოტენციურ მომხმარებელთან და საზოგადოებასთან.

 

4. მაღალკვალიფიციური კადრები, გუნდური მუშაობა

 

ჩვენ ვქმნით თანაბრად კომფორტულ გარემოს, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საკუთარი თანამშრომლებისთვის. თავისი საქმის პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრები, მათი მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, თბილი და მეგობრული გარემო, დახვეწილი შიდა და გარე კომუნიკაცია - ხელს უწყობს ახალი იდეების დაბადებას, მათ შემდგომ რეალიზაციას - შესაბამისად, კომპანიის წინსვლას და წარმატებას!

 

5. ჯანსაღი კონკურენცია

 

მოგეხსენებათ, მაღალკონკურენტუნარიანი გარემო ბიზნეში დიდი სტიმულია! ე.წ „Fair Play“ კი ბიზნესის კულტურის მაღალი სტანდარტი! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კონკურენტებს და ვცდილობთ, მუდმივად ვიყოთ ტონუსში, რათა არ დავთმოთ მოწინავე პოზიციები!

 

6. მუდმივი წინსვლა და განვითარება

 

„მუდმივი წინსვლა, განვითარება და უპირობო ლიდერობა“ - ეს ჩვენი ამბიციური, თუმცა, რეალური ახლანდელი და სამომავლო გეგმაა!

 

7. საიმედოობა, პრესტიჟულობა, ოპერატიულობა

 

ეს ის ეპითეტებია, რომელსაც უპირობოდ იმსახურებს კომპანია „ აიდ გრუპი“.

 

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!