supta
ტელ: (032) 2 11 06 26

წესები და პირობები

მთავარი
წესები და პირობები

 

აღნიშნული მომსახურების „წესები და პირობები“ არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენებას, რომელიც განთავსებულია მისამართზე - https://www.supta.ge რომელსაც ოპერირებს „სს აიდ გრუპი“.

მოცემული „წესები და პირობები“ განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებგვერდების გამოყენებისას.

ჩვენსა და თქვენ შორის თანამშრომლობა მოიცავს აღნიშნულ „წესებსა და პირობებს“, მაშასადამე, თანამშრომლობაზე თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით პირობებს და ეთანხმებით მათ.

 

 

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ აღნიშნულ წესებს და პირობებს

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს კომპანიის ვებ პლატფორმით სარგებლობა, ვალდებულია დაეთანხმოს და დაიცვას ქვემოთ მოყვანილი „წესები და პირობები“. კომპანიის ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები პირობებში.

 

  1. მომხმარებლის ანგარიშის (პროფილის) გახსნა/დახურვა

კომპანიის მომსახურების სარგებლობისთვის მომხმარებელი, რომელიც წარმოადგენს იურიდიულ პირს, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ ხსენებული „წესებისა და პირობების“ შესაბამისად, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში,  მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაციის გარეშეც შეიძინოს პროდუქცია/საქონელი. რეგისტრაციის პროცესში მომხმარებელი ვალდებულია განაცხადოს თანხმობა არსებულ პოლიტიკაზე.

რეგისტრაციის შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ კომპანიის მომსახურებით სარგებლობისთვის:

  • მომხმარებელი შედის ვებგვერდზე: www.supta.ge
  • იურიდიული პირის შემთხვევაში რეგისტრაციის გვერდზე უთითებს კომპანიის სახელს, წარმომადგენლის სახელსა და გვარს, საიდენტიფიკაციო კოდს, ელ.ფოსტის მისამართს, წარმომადგენელი პირის მობილურის ნომერს და ადასტურებს მას sms ვერიფიკაციის საშუალებით, მისამართს, პაროლს და ნიშნავს „დაეთანხმეთ პირობებს“.
  • ფიზიკური პირის შემთხვევაში რეგისტრაციის გვერდზე უთითებს სახელს, გვარს, ელ.ფოსტის მისამართს, მობილურის ნომერს და ადასტურებს მას sms ვერიფიკაციის საშუალებით, მისამართს, პირად ნომერს, პაროლს და ნიშნავს „დაეთანხმეთ პირობებს“.
    • რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ვებგვერდზე შემოთავაზებული მომსახურებით
    • მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის (პროფილის) წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირს. ამასთან, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, შეარჩიოს რთული პაროლი, რომელიც შედგება ციფრების, სხვადასხვა სიმბოლოებისა და ასოებისაგან
    •  მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაშიც, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას მიყენებულ ზიანზე
  • აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას შეუძლია შეწყვიტოს ან შეაჩეროს თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე.
    • მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დახუროს ანგარიში და შეწყვიტოს კომპანიასთან თანამშრომლობა საკუთარი სურვილის მიხედვით

2. ანგარიშსწორების მეთოდები

www.supta.ge-ზე არსებობს ანგარიშსწორების სამი მეთოდი

 

  • საბანკო გადარიცხვის მეთოდით, ინვოისის საფუძველზე
  • ეს მეთოდი გამოიყენება, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური პირების შემთხვევაში. ( საჭიროებს რეგისტრაციას)

    გააფორმე შეკვეთა (მიიღე ინვოისი მეილზე) - ღილაკზე დაჭერით.

  • საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გაცემული საკრედიტო ან სადებეტო ბარათებით. იურიდიული პირების შემთხვევაში აუცილებელია რეგიტრაცია ან ავტოვრიზაცია და გადახდა ბიზნეს ბარათით, ხოლო ფოზიკური პირების შემთხვევაში რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშეც არის შესაძლებელი განთავსდეს შეკვეთა გადახდა ბარათით -ღილაკზე დაჭერით
  • 6 (ექვსი) კრიპტო ვალუტით ( Bitcoin , LiteCoin, Bitcoin Cash, Bitcoin gold, Dash და Z cash)ეს მეთოდი გამოიყენება ძირითადად ფიზიკური პირების შემთხვევაში, როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის მხოლოდ მობილური ნომრის მითითებით. კალათის გვერდზე ვაჭერთ ღილაკს - Pay with Crypto
  • თანხის დაბრუნება/ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პირობებზე იხ. გვერდი „დაბრუნების პოლიტიკის“ შესახებ შემდეგ მისამართზე:

3. იდენტიფიკაციის სისტემაში შემავალი უნივერსალური იდენტიფიკატორები

  • მომხმარებლის სახელი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელიც უნიკალურია
  • პაროლი – ავტორიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თვითონ განსაზღვრავს მის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციისას (მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარი სურვილისამებრ შეცვალოს პაროლი)
  • მობილური ტელეფონის ნომერი – ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს კომპანიის მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო ერთჯერადი წვდომის კოდებსა და ერთჯერად პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • მომხმარებლის პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, რაც უნიკალურია და საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაციისთვის
  • მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი - ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზეც მომხმარებელი იღებს მომსახურებით განსაზღვრული ოპერაციების წარმოებისთვის საჭირო წვდომის კოდებსა და პაროლებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე შეტყობინებებს კომპანიისგან

4. ავტორიზაცია

  • ანგარიშის (პროფილის) რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებგვერდის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას
  • ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ელ-ფოსტის ან მობილური ტელეფონის ნომრის და პაროლის შეყვანით.
  • ავტორიზაციისას მომხმარებელი უფლებამოსილია საკუთარ მონაცემებს დაუკავშიროს, მათ შორის, სოციალური ქსელ(ებ)ის (facebook, google) გვერდ(ებ)ი და ვებგვერდზე შესასვლელად გამოიყენოს საკუთარი სოციალური ქსელის ანგარიში (ასეთი ტექნიკური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში)

5. ნივთის/მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა

  • ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ირჩევს მისთვის სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც მას საშუალება ეძლევა მოახდინოს მონაცემთა ფილტრაცია სასურველი კატეგორიის,  პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული მონაცემების მიხედვით.
  • მომხმარებელი „კალათაში დამატება“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს მისთვის სასურველ პროდუქტს საკუთარი პროფილის კალათაში
  • პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ, საკუთარ კალათაზე გადასვლით მომხმარებელი გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც გამოუჩნდება არჩეული პროდუქტები, ჯამური თანხა და შესაძლებლობა ექნება აირჩიოს გადახდის სასურველი მეთოდი
  • მომხმარებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, მისი კუთვნილი ანგარიშიდან მოხდეს კომპანიის კუთვნილი მომსახურების საფასურის ჩამოჭრა
  • მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის/საქონლის ჩაბარებიდან 14  კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ რაიმე სახის ნაკლთან მიმართებაში
  • მომხმარებელს უფლება აქვს ისარგებლოს შეძენილი ნივთის დაბრუნების უფლებით „უკან დაბრუნების პოლიტიკის“ მიხედვით (იხ. ფაილი „უკან დაბრუნების პოლიტიკა“ https://supta.ge/ka/90-return-policy/ )
  • მომხმარებელი პლატფორმის საშუალებით შეძენილი ნივთის მიღებას შეძლებს წინასწარ განსაზღვრული მიტანის სერვისის წესების მიხედვით (იხ. პუნქტი 7)

6. შეძენილი ნივთის მიმღები/ჩამბარებელი შეიძლება იყოს

  • თავად შემძენი (მომხმარებელი) პირადად
  • მომხმარებლის მიერ მითითებული ნებისმიერი სხვა პირი
  • თუ მომხმარებელი არ იბარებს შეძენილ ნივთს პირადად და სურს, რომ მის ნაცვლად ჩაიბაროს სხვა პირმა, ასეთ შემთხვევაში, მან კომპანიას უნდა მიაწოდოს სხვა მიმღების პირადი მონაცემები, რათა კომპანიამ მოახდინოს შეკვეთის ჩამბარებლი პირის სწორად იდენტიფიცირება.
  • კომპანია უფლებას იტოვებს  შეიტანოს ცვლილება მომსახურების პირობებში, ან სრულად შეზღუდოს წვდომა გარკბვეულ  სერვისებზე ან პროდუქციაზე.

7. მიწოდების სერვისი

მიწოდების სერვისი მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა  10:00-18:00 სთ-მდე

(18:00ის შემდეგ მიღებული შეკვეთის მიწოდება განხორციელდება მეორე სამუშაო დღეს)

მიწოდების პირობები თბილისის მასშტაბით:

  • მინიმალური შეკვეთის ოდენობა - 50 ლარი
  • 50 – 100 ლარამდე შეკვეთის მიწოდება - 5 ლარი
  • 100 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთის მიწოდება - უფასო

 

ჩვენი სერვისის გამოყენებით ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებს/პირობებს და ეთანხმებით მას

brands ბრენდები

პ.ვ.ქ ფირი - შესაფუთი ცელოფანი 9მკ/43სმ/200მ,HELIO-ჰელიო მონიტორის საწმენდი სპრეი 60მლ + საპრიალებელი ტილო,მუყაოს სასუპე კონტეინერი თავსახურით 350მლ,უმაღლესი ხარისხის პოლიეთილენის შავი ხელთათმანები MEDIUM,მუყაოს კონტეინერი თავსახურით 550გრ,მუყაოს კონტეინერი თავსახურით 750გრ,მუყაოს კონტეინერი თავსახურით1100გრ,KLEANER-ქლინერ სახეხი სინა-ღრუბელი 12ც,KLEANER-ქლინერ მოპი იატაკის საწმენდი კომპლექტი,KLEANER-ქლინერ პლასტმასის ცოცხი და აქანდაზი კომლექტში,KLEANER-ქლინერ ტორნადო მოპის სათადარიგო ტილო,KLEANER-ქლინერ ჭურჭლის სახეხი ნეჭა 12ც,KLEANER-ქლინერ მოპის სათადარიგო ტილო 42სმ,მუყაოს ორმაგი ჭიქა 14oz-415მლ (ლატე),პ.ვ.ქ. ფირი - შესაფუთი ცელოფანი 9მკ/30სმ/200მ,KLEANER-ქლინერ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი 3ც,

კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
m-group
Timeless
ჯიბე
Hyster
Foodmart
დიო
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
ATC აერო სტრუქტურები
FRIXX
MINISO
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
სანდალი
რესპუბლიკა
New Vision University
ჩვენი
პოლი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel
მოიმარაგე მარტივად
https://supta.ge/img/bnrl.webp invoicemob
divide divide
https://supta.ge/img/bnrr.webp