სამედიცინო და ესთეტიკის ცენტრების მომარაგება | Supta.ge

სამედიცინო დაწესებულებებისა და ესთეტიკის ცენტრებისთვის უმაღლესი სანიტარიული სტანდარტების დაცვა არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ ბრენდის რეპუტაციის მთავარი ფუნდამენტია. პაციენტებისა და კლიენტების ნდობა სწორედ უსაფრთხო, სტერილური და სუფთა გარემოთი იწყება. თუმცა, ამ სტანდარტის ყოველდღიური შენარჩუნება და საჭირო პროდუქციის უწყვეტი მომარაგება ხშირად დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
თუ თქვენი ადმინისტრაციული გუნდი თავისი დროის დიდ ნაწილს მრავალ მომწოდებელთან კომუნიკაციასა და ინვოისების გარჩევაში კარგავს, დროა, მომარაგების პროცესი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ.
მთავარი გამოწვევები სამედიცინო სექტორის მომარაგებაში
ისევე როგორც HoReCa სექტორში, კლინიკებსა და ესთეტიკურ ცენტრებშიც, ყოველდღიურად მრავალფეროვანი პროდუქციაა საჭირო. ტრადიციული შესყიდვების მოდელი ხშირად შემდეგ პრობლემებს ქმნის:
პროცესების ქაოსი: სხვადასხვა კატეგორიის ნივთების (სამედიცინო პროდუქცია,, ხელსახოცები, სადეზინფექციო ხსნარები) სხვადასხვა კომპანიიდან მოძიება სტრესული და არაეფექტურია.
მარაგების ამოწურვის რისკი: გაუმჭვირვალე მარაგების გამო, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ ყველაზე კრიტიკულ მომენტში ბახილები ან სადეზინფექციო ხსნარები გამოგელიოთ.
გაუმართავი დოკუმენტბრუნვა: ათობით სხვადასხვა ინვოისისა და ზედნადების კონტროლი ართულებს ფინანსურ აღრიცხვას.

Supta.ge — ინოვაციური B2B პლატფორმა თქვენი კლინიკისთვის
Supta.ge არის ინოვაციური B2B პლატფორმა, რომელიც იურიდიულ პირებს საოფისე, სამეურნეო, სამედიცინო, საკანცელარიო და პროფესიონალური ჰიგიენის პროდუქციით ამარაგებს. ჩვენი მისიაა ბიზნესის ყოველდღიური ოპერაციების გამარტივება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, რათა თქვენ ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენს მომხმარებლებზე.
რატომ ირჩევენ სამედიცინო დაწესებულები ჩვენს პლატფორმას?
ყველაფერი ბიზნესისთვის 1 სივრცეში: ჩვენთან შეგიძლიათ შეუკვეთოთ როგორც სარეცხი, საწმენდი და სადეზინფექციო საშუალებები,, ისე სამედიცინო სახარჯი მასალები ერთდროულად. ინტუიციური UI/UX დიზაინი პროცესს კიდევ უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის.
უსწრაფესი მიწოდება: ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროდუქციის მიწოდებას თბილისის მასშტაბით 2-3 სამუშაო საათში. თუ მარაგი მოულოდნელად ამოგეწურათ, ჩვენი მიწოდების სერვისი ამ პრობლემას მყისიერად მოაგვარებს.
სრული ფინანსური გამჭვირვალობა: ავტომატიზებული და გამართული დოკუმენტბრუნვა. ყველა თქვენი შეკვეთა და ინვოისი ინახება თქვენს პირად კაბინეტში, რაც ამარტივებს ბუღალტერიას.
მოქნილი გადახდის მეთოდები: გთავაზობთ მრავალფეროვან გადახდის მეთოდებს, თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებით.

პროდუქტების რეკომენდაციები სამედიცინო და ესთეტიკური სივრცეებისთვის
ჩვენი კატალოგი ფარავს სამედიცინო დაწესებულებების მოთხოვნებს:
სადეზინფექციო საშუალებები: ზედაპირებისა და ინსტრუმენტების საიმედო დამუშავებისთვის, რაც აუცილებელია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და სტერილური გარემოს შესანარჩუნებლად..
სამედიცინო პროდუქცია: ხელთათმანები, ზეწრები, ექოსკოპიის გელი, შპადელი, ბახილები და პირბადეები, ინფექციების პრევენციისა და სტერილური გარემოს შესანარჩუნებლად.
პროფესიონალური ქაღალდის პირსახოცები: მაღალი შეწოვის უნარით, რაც სავალდებულოა სამედიცინო პროცედურების წინ და შემდეგ.
დისპენსერები: პერსონალისა და პაციენტების ჰიგიენისთვის, ასევე სველი წერტილების მოწყობისთვის.
მომარაგება ქაოსის გარეშე
სამედიცინო და ესთეტიკური დაწესებულების წარმატება დეტალებზეა დამოკიდებული. ენდეთ Supta.ge-ს, როგორც თქვენს საიმედო, სწრაფ და პროფესიონალურ პარტნიორს.
დაზოგეთ თქვენი გუნდის დრო, ენერგია და ფინანსები. დარეგისტრირდით ახლავე Supta.ge-ზე, გააფორმეთ პირველი შეკვეთა და მიიღეთ სრული მომარაგება სულ რაღაც 2-3 სამუშაო საათში!
სამედიცინო და ესთეტიკის ცენტრების მომარაგება: როგორ ვმართოთ პროცესი ეფექტურად?
საგანმანათლებლო დაწესებულებების მომარაგება: როგორ შევქმნათ უწყვეტი და უსაფრთხო გარემო სასწავლო პროცესისთვის?
ოფისის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ვაქციოთ რუტინა ბიზნესის ეფექტიანობის ნაწილად?!
HoReCa მომარაგების ოპტიმიზაცია: როგორ ვმართოთ ბიზნეს რესურსები ეფექტურად?
ბიზნესის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ცვლის პროცესებს Supta.ge
მეტალი VS პლასტმასი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაგვის ურნა?
როგორ შევარჩიოთ სარეცხი ფხვნილი კომერციული და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის?
ყველას ნახვა





















