მეტალის VS პლასტმასის დისპენსერები - ტექნიკური მახასიათებლები და განსხვავებები

სწორი დისპენსერის არჩევა კომერციული ოფისისთვის, მარკეტისთვის თუ ინდუსტრიული ობიექტისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბრენდის იმიჯზე, ისე კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაზე.
ონლაინ მაღაზია “სუფთა” დისპენსერების ორ კატეგორიას გთავაზობთ - მეტალისა და პლასტმასის დისპენსერებს. ამ ბლოგში კი მათ ტექნიკურ მახასიათებლებს ვადარებთ ერთმანეთს.
მეტალის დისპენსერები - გამძლეობა და საიმედოობა
ტექნიკური მახასიათებლები
მეტალის დისპენსერები გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით. მათი კოროზიის წინააღმდეგ წყალგაუმტარი დაფარვა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობა ახასიათებს. ამ მახასიათებლის გამო ის საუკეთესოა ხალხმრავალი ადგილებისთვის.
ასეთი ტიპის დისპენსერები ასევე მარტივია გასასუფთავებლად და არის მდგრადი როგორც დაბალი, ისე მაღალი ტემპერატურის მიმართ.
გამოყენების სფეროები
მეტალის დისპენსერები საუკეთესოა შემდეგი დაწესებულებებისთვის:
- კაფეები, ბარები და რესტორნები;
- სამედიცინო დაწესებულებები;
- სამრეწველო ობიექტები;
- სპორტული კომპლექსები;

პლასტმასის დისპენსერები - ბიუჯეტური არჩევანი
ტექნიკური მახასიათებლები
პლასტმასისგან დამზადებული დისპენსერები მსუბუქი და მოქნილია/ მათი მარტივი მათი მონტაჟი და მეტად ბიუჯეტურია, ვიდრე მეტალის დისპენსერების.
კონკურენტული უპირატესობები:
- ბიუჯეტურობა;
- ინსტალაციის სიმარტივე;
- დიზაინისა და ფერთა მრავალფეროვნება;
გამოყენების სფეროები
პლასტმასის დისპენსერები რეკომენდებულია გამოიყენოთ:
- ოფისებში;
- საბავშვო დაწესებულებები;
- მცირე ზომის კაფე-ბარებში;
ფუნქციური შედარება დისპენსერის ტიპის მიხედვით
საპნის დისპენსერები
მეტალის დისპენსერს, სტანდარტულად, უფრო მოცულობითი რეზერვუარი აქვს, ვიდრე პლასტმასის მოდელებს. საპნის დისპენსერის შერჩევისას კი აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რეზერვუარის თქვენთვის სასურველი ზომა.
ხელსახოცების დისპენსერები
მეტალის დისპენსერები პრემიუმ ხარისხის სივრცეებისთვისაა საუკეთესო. მათი დახვეწილი დიზაინი ხაზს უსვამს ბრენდის ხარისხსა და ღირებულებას.
ტუალეტის ქაღალდის დისპენსერები
ეფექტურია როგორც მეტალის, ისე პლასტმასის მოდელები. ორივე მათგანი თავსებადია “სუფთას” კატალოგში არსებულ “JUMBO”-ს ტიპის ტუალეტის ქაღალდებთან.
საბოლოო ჯამში, დისპენსერის შერჩევა მომხმარებლის კონკრეტულ მოთხოვნებზეა დამოკიდებული. მეტალის მოდელები იდეალურია გრძელვადიანი ინვესტიციაა ხალხმრავალი სივრცეებისთვის, პლასტმასის დისპენსერები კი საუკეთესო ბიუჯეტური ვარიანტია.
“სუფთას” კატალოგში წარმოდგენილია ორივე კატეგორიის მაღალი ხარისხის დისპენსერები.
შეგახსენებთ, რომ კორპორატიული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია შესყიდვების აგენტის მომსახურებაც. ის გაეცნობა თქვენი ბიზნესის სპეციფიკურ საჭიროებებს და თქვენს მოთხოვნებზე იდეალურად მორგებული პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებათ.
სამედიცინო და ესთეტიკის ცენტრების მომარაგება: როგორ ვმართოთ პროცესი ეფექტურად?
საგანმანათლებლო დაწესებულებების მომარაგება: როგორ შევქმნათ უწყვეტი და უსაფრთხო გარემო სასწავლო პროცესისთვის?
ოფისის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ვაქციოთ რუტინა ბიზნესის ეფექტიანობის ნაწილად?!
HoReCa მომარაგების ოპტიმიზაცია: როგორ ვმართოთ ბიზნეს რესურსები ეფექტურად?
ბიზნესის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ცვლის პროცესებს Supta.ge
მეტალი VS პლასტმასი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაგვის ურნა?
როგორ შევარჩიოთ სარეცხი ფხვნილი კომერციული და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის?
ყველას ნახვა





















